fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი: მიიღეთ სოციალური დახმარება მთავრობისგან დეკემბერში!

სოციალური დანამატი საშობაოდ 1.3 მილიონზე მეტს ოჯახს ელოდება. დივიდენდი შარშანდელი მოდელის მიხედვით, შემოსავლისა და ქონების კრიტერიუმის გათვალისწინებით განაწილდება და თითოეული ოჯახის მდგომარეობის შესაბამისად, 300-დან 1,400 ევრომდე იმერყევებს.

მთავრობა უკვე მესამე წელია, რაც განსაკუთრებულ სოციალურ დანამატს გამოყოფს. აქცენტი კეთდება კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე (ახალგაზრდებზე, უმუშევრებზე და ოჯახებზე, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია).

2017 წელს უმაღლესი შემოსავლის კრიტერიუმი 27,000 ევრო იყო; ქონების ლიმიტი კი, 180,000 ევრო. სოციალური დანამატი 250-დან 1,350 ევრომდე მერყეობდა. გასული წლის დეკემბერში, ოჯახებმა, საშუალოდ, 535 ევრო მიიღეს.

დანამატი გაიცემა სპეციალური ვებ-გვერდის www.koinonikomerisma.gr-ის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის ელექტრონული განცხადების მეშვეობით.

აპლიკაციის ფორმა, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება. ჯერჯერობით, მაინც გაურკვეველია საბოლოო თანხა, რომელიც მოქალაქეებს შორის უნდა განაწილდეს.

ხელისუფლების მიზანია, რომ დანამატი შობამდე მიიღონ ოჯახებმა. გარდა ამისა, მთავრობა 820 მილიონ ევროს გამოყოფს, რომელსაც ექიმები, მეცნიერები, იურისტები, ასევე, ათენისა და თესალონიკის ორკესტრის მუსიკოსები მიიღებენ.

ამავდროულად, ზამთრის სეზონზე, გაიზრდება გათბობის შემწეობა, რომლის მიზანი ნავთობის ფასის შემცირება იქნება.

ვინ მიიღებს სოციალურ დანამატს

სიის სათავეში არიან: 18-24 წლამდე უმუშევარი ახალგაზრდები, გრძელვადიანი უმუშევრები და 600,000-მდე ბენეფიციარი, რომლებიც სოციალური სოლიდარობის დახმარებას იღებენ.

გარდა ამისა, დამანატის მთავარი მიზანი პენსიონერების დახმარებაცაა.

 

 

onalem

ტესტ