საბერძნეთი: მგზავრთა ფრენების საინფორმაციო ბაზის შექმნა დაწყებულია

”მგზავრის პროფილი”-ს შექმნის პროცედურა უკვე აქტიურად მიმდინარეობს ( «Μονάδα Στοιχείων Επιβατών»).

ეს იქნება უზარმაზარი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც შევა ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია მგზავრთა შესახებ, რომლებიც მიემგზავრებიან ამა თუ იმ რეისით. ბაზის შექმნის მიზანია გამოავლინოს ეჭვმიტანილი ჯიჰადისტები.

ოფიციალური ჟურნალის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც შეიტანს კორექტივებს ბერძნულ კანონმდებლობაში, რომელიც შეეხება მგზავრის ელექტრონულ ინფორმაციას.

მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იქნება:

1) მგზავრის სახელი,

2) პასპორტის ყველა მონაცემი,

3) მარშრუტი,

4) ბილეთის ნომერი,

5) ავიაკომპანია, რომელმაც ბილეთი გასცა,

6) ბარგის მოცულობა.

melano

ტესტ