fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მასწავლებელმა 14 წლის მოზარდს დაარტყა, იმისთვის რომ ”კაცად ექცია”

პატრასში 14 წლის ბიჭის დედამ სკოლაში საჩივარი შეიტანა. ის მომხდარით შოკირებულია და ამბობს, რომ მასწავლებელმა მისი შვილი სკოლის დირექტორის მოადგილისა და თანაკლასელების თანდასწრებით დაამცირა და ამასთანავე ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

Patras TV-ის ინფორმაციით, ინციდენტი ნოემბრის დასაწყისში მოხდა.

“სკოლის დირექტორის მოადგილემ მითხრა, რომ მასწავლებელმა ჩემს შვილს დაარტყა და შემდეგ ბოდიშებს იხდიდა. ამბობდა, რომ დარტყმა არ უნდოდა,” ამბობს ქალი.

როგორც ჩანს, მასწავლებელმა მოგვიანებით დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ეს იმისთვის გააკეთა, რომ 14 წლის ბიჭი კაცად ექცია.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ