fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მასობრივი მოწამვლა, რომელიც გაფუჭებულმა საკვებმა გამოიწვია

ბანაკში მცხოვრები ათობით მიგრანტი და ლტოლვილი ხიოსის საავადმყოფოში მწვავე სიმპტომებით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ ქათამი მიირთვეს.

შემთხვევა გუშინ, 16 მაისს მოხდა. მოწამვლის პირველი სიმპტომები დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა და მას შემდეგ, 21:00 საათამდე საავადმყოფო მოწამლული ლტოლვილებით აივსო,  მათ შორის 7 ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხალხი ბანაკებში არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. აქ არის ანტისანიტარია და ჰიგიენის პრობლემები, საკვები კი, რომელიც მათ აქვთ არის ძალიან მწირი და უხარისხო.

არსებული ინფორმაციით, ბანაკებში მოწამვლის შემთხვევები არც ისე იშვიათია. მიუხედავად პაციენტთა დიდი რაოდენობისა, პერსონალმა თითიეული მათგანი მიიღო და 35 ლტოლვილს გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

ხიოსის პოლიციის დეპარტამენტი ჯანმრთელობის დეპარტამენტთან ერთად ცდილობს დაადგინოს ლტოლვილთა მოწამვლის კონკრეტეული მიზეზები.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ