fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: მართვის მოწმობის არმქონე მოტოციკლისტი 2,5 წლის ბავშვს დაეჯახა

კვირას შუადღეს სერესში საგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლის მძღოლი, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა, 2,5 წლის ბიჭს დაეჯახა.

ბავშვი სიდიროკასტროს ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა. საბედნიეროდ, მოტოციკლის დაჯახების შედეგად, ის მსუბუქად დაშავდა.

ჯანმრთელობის შემოწმებისა და პრენეციული ზომების მისაღებად ბიჭი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მძღოლი 25 წლის მამაკაცია, რომელსაც მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა, რის გამოც პოლიციამ ის დააკავა. პარალელურად, საქმე შეიცავს ქურდობის ფაქტს. აღნიშნულ მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა კრიმინალებთან, რომლებიც მოტოციკლებს იპარავდნენ. მისი მოტოციკლიც მოპარული იყო, სანამ მის საკუთრებაში გადავიდოდა.

onalem

ტესტ