fbpx
მეცნიერებასაზოგადოება

საბერძნეთი: მარტოობა არ არის განაჩენი! როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრება სიბერეში?

დღეს მაარტოობა განაჩენი აღარ არის. ათენის კვლევითი ცენტრის “Demokritos”-ის სპეციალისტებმა რობოტი შექმნეს. მას შეუძლია ხანდაზმული პირების მოძრაობა და გადაადგილების სიჩქარე აკონტროლოს და განკუთვნილია მათთვის, ვინც მარტო ცხოვრობს.

ლაზერული სენსორები და კამერები ჩაიწერენ სულ მცირედ უზუსტობებსაც კი მოძრაობის დროს. ეს კი სხვადასხვა დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. ესენია: ალცჰაიმერი, პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი და ა.შ.

ახლა რობოტის პროტოტიპის ტესტირება მიმდინარეობს.

ეს ყველაფერი არ არის. აქ, ათენში, მეცნიერები მუშაობენ პერცეპტულ (აღქმა) ტექნოლოგიაზე. ეს კი რობოტებს საშუალებას მისცემს, გახდნენ ყველაზე მრავალფუნქციური ასისტენტები.

სამედიცინო სფეროს მუშაკები აცხადებენ, რომ ეს მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მიღწევაა და ფიქრობენ, რომ რობოტები ბევრ ინფორმაციას გამოიმუშავებენ და შესაძლებელი გახდება, დააკვირდნენ სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნის თუ განვითარების ეტაპებს, რათა უფრო მარტივად მოხდეს პრევენცია სხვა შემთხვევებში.

onalem

ტესტ