fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მამის მსხვერპლი 12 წლის გოგონა დახმარებას ითხოვს

აგრინიოში 12 წლის გოგონამ დიდი ხნის შემდეგ გაამხილა, რომ მამა სასტიკად ეპყრობოდა და მასზე ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის “დღის ცენტრში” მივიდა და დახმარებას ითხოვდა. ადგილზე სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილს”.

სოციალურმა მუშაკმა გოგონას მონათხრობი მოისმინა. ის მოჰყვა, თუ როგორი კოშმარული იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება და გაამხილა, რომ მამა მასზე ფიზიკურად დიდი ხნის მანძილზე ძალადობდა.

პროკურატურის ბრძანებით, ბავშვი მყუდრო და ოჯახურ გარემოში გადაიყვანეს.

საქმეს პოლიცია იძიებს. ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს 12 წლის გოგონას ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინონ.

onalem

ტესტ