fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამამ ოჯახიდან ჩვილი გაიტაცა და სხვა ქვეყანაში წავიდა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ოჯახიდან ჩვილი ბავშვი გაიტაცა, მისი ბიოლოგიური მმაა, რომელსაც, რეალურად, მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის უფლება არ ჰქონდა. ბავშვი უკვე ბოლო 24 საათია დაკარგულად ითვლება.

ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” განცხადებით, მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში ედება, რომელიც ბავშვის გატაცებას გულისხმობს. საქმეში ჩართულია ყველა იურიდიული ორგანო, თუმცა, ჩვილის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ორგანიზაცია საბერძნეთის პოლიცია მოუწოდებს მიიღონ მაქსიმალური ზომები, რათა ბავშვი დროულად იპოვონ და თავის ოჯახში დააბრუნონ.

ამასთანავე ჩნდება კითხვა, როგორ შეძლო მამაკაცმა ოფიციალური დოკუმენტების გარეშე ბავშვის ქვეყნის საზღვრებს გაყვანა.

ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში მოუწოდებენ დარეკონ ცხელ ხაზზე 116000.

onalem

ტესტ