fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცს შემთხვევით სახლი დაუნგრიეს, როცა შიგნით იმყოფებოდა

პატრასის ერთ-ერთი მაცხოვრებელი თვალებს არ უჯერებდა, როცა უეცრად თავზე სახლი ჩამოენგრა.

კერძოდ, კორინთის ქუჩაზე ძველი შენობის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობდა, როდესაც, შეცდომით გვერდით მდგომი სახლიც “მიაყოლეს.”

ძველი შენობის ნგრევის დროს მამაკაცი სახლში იმყოფებოდა და დაინახა, თუ როგორ ჩამოინგრა მისი სახლის ერთ-ერთი კედელიც. ის ცდილობდა გაეაზრებინა, თუ რა ხდებოდა მის თავს.

მან შემდეგ გაარკვია, რომ ეს შეცდომა იყო.

გარდა იმისა, რომ სერიოზული ზიანი მიადგა აღნიშნულ ბინას, მის ქვემოთ მდებარე გზაზე მანქანები ვერ გადაადგილდებოდნენ, რადგან ნგრევამ საშინელი მტვერი გამოიწვია, ეს კი გათვალისწინებული არ იყო.

შემთხვევის შედეგად ბინის პატრონი არ დაშავებულა.

onalem

ტესტ