fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მამაკაცმა ნათესავების სახლი ჩაცხრილა

მესინიას რამდენიმე მაცხოვრებლისთვის გუშინ უსიამოვნო დილა გათენდა. ისინი გააღვიძა სროლის ხმამ, რომელიც მათი სახლების გარედან მოდიოდა. ფაქტი იყო, რომ მათ ვიღაც ესროდა. ოჯახმა თავის დაცვა სცადა და პარალელურად პოლიცია გამოიძახა.

როდესაც ოფიცრები ადგილზე მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ სახლს ბოშა მამაკაცი ესროდა. ის კი მის ნათესავებს ეკუთვნით. ასევე დაზიანდა იქვე მდგომი მანქანებიც.

პისტოლეტი და თოფი მას მაშინვე ჩამოართვეს, თუმცა, მამაკაცმა არ განმარტა, თუ რა იყო მისი ქმედებების კონკრეტული მიზეზი, ამიტომ, ეს ყველაფერი მის ნათესავებთან პირად უთანხმოებას მიაწერეს.

დაკავებული კალამატას განყოფილებაში გადაიყვანეს. მას ბრალად ედება კერძო საკუთრების განზრახ დაზიანება.

onalem

ტესტ