საბერძნეთი: მამაკაცმა ცოლი საკუთარი შვილისა და შვილიშვილის თვალწინ მოკლა

წყვილს შორის კამათი ფატალური შედეგით დასრულდა. ტრიკალაში 50 წლის მამაკაცმა საკუთარი 45 წლის ცოლი, თავიანთი მესამე შვილის და შვილიშვილის თვალწინ, დანით მოკლა. ბავშვების ასაკი 4 წელია.

ბავშვები მეზობელთან გაიქცნენ და უთხრეს, რომ დედა აღარ მოძრაობდა და მას რაღაც დაემართა.

45 წლის ქალი ლარისას საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 50 წლის მამაკაცი პათოლოგიურად ეჭვიანობდა და ბოლო დროს ისინი დაშორებული იყვნენ.

ქალი სამი შვილის დედა იყო, მის 20 წლის გოგონას უკვე საკუთარი შვილი ჰყავს, რომელიც 4 წლის არის. მის გარდა, მას 14 და ასევე 4 წლის შვილები დარჩა.

დამნაშავე დაკავებულია. მან ცოლს ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში დანით მიაყენა.

melano

ტესტ