fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალთან დაშორება ვერ აიტანა და სალონს, სადაც ის მუშაობდა, ცეცხლი წაუკიდა

როგორც ჩანს, მან დაშორება ვერ აიტანა და გადაწყვიტა ცეცხლი წაეკიდებინა ადგილისთვის, სადაც ქალი მუშაობდა. ირაკლიოს პოლიციამ 36 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც სილამაზის სალონი დაწვა.

კერძოდ, გასულ შაბათს, ირაკლიოში, მასტაბას ქუჩაზე, მამაკაცმა გაზის ბალონები სილამაზის სალონთან მიიტანა და აფეთქების შედეგად, ტერიტორიას ცეცხლი წაეკიდა.

მისი ვინაობის დადგენა უსაფრთხოების კამერების საშუალებით მოხერხდა და გავრცელდა ვიდეოც, თუ როგორ მოქმედებდა ის.

დაკავების შემდეგ, 36 წლის მამაკაცმა დანაშაული იმით ახნსა, რომ მას თავისი პარტნიორი დაშორდა, რაც ვერ აიტანა და სიბრაზემ მსგავსი ქმედებისკენ უბიძგა.

ხანძარმა დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია და საცხოვრებელ ბინებსაც ემუქრებოდა, რომ არა სახანძრო ბრიგადის დროული რეაგირება.

onalem

ტესტ