fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი, რომელიც გემიდან გადახტა, შესაძლოა, ქართველი ან რუსი იყოს

ათენის საინფორმაციო წყაროების და სამინისტროს ცნობით, მამაკაცი, რომელიც სამშაბათს გემ “Blue Star Naxos”-დან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაძლოა საქართველოს ან რუსეთის მოქალაქე იყოს.

დადასტურებული ინფორმაციით ის ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა. 77 წლის მამაკაცის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად დახრჩობა დასახელდა. მისი წყალში იდენტიფიცირების პროცესი კი ურთულესი აღმოჩნდა.

ინციდენტს 34 წლის მამაკაცი შეესწრო, რომელიც ამბობს, რომ ეს ღამე არასოდეს დაავიწყდება:

“დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე, ვიდრე კუნძულ სიროსს მოვუახლოვდებოდით, გემბანზე ვიჯექი. უეცრად ქალის ყვირილი მომესმა და როცა გავიხედე დავინახე, რომ დაახლოებით 60 წლამდე (მისი ვარაუდით) მამაკაცი წყალში გადახტომას აპირებდა. მისკენ გავიქეცი, მაგრამ ზუსტად ჩემს ბოლო ნაბიჯზე ის უკვე წყალში გადაეშვა. მე დავინახე, თუ როგორ ჩავარდა. ვერ დავიჭირე და ვერ დავეხმარე მას. ხელიდან გამომეცალა და მე ვერაფერი გავაკეთე.”

მგზავრებმა დაუყოვნებლივ ეკიპაჟსა და პორტს შეატყობინეს და ორი  საათის შემდეგ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ხოლო გემმა სვლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

onalem

ტესტ