fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცი მძარცველებმა მუცელში დაჭრეს

დასავლეთ კორინთის ასოციაციის პრეზიდენტი და საზღვაო-სამხედრო ძალების ყოფილი ოფიცერი, ტასოს ხაძადონისი შეიარაღებული ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა.

მამაკაცმა საკუთარი სახლის ეზოდან ხმაური გაიგო, რის გამოც საწოლიდან ადგა. როცა გარეთ გავიდა, დაინახა სამი მძარცველი, რომელმაც იქ შეღწევა მოახერხა.

გამომდინარე იქიდან, რომ ხაძადონისს სპეციალური წვრთნები ჰქონდა გავლილი, მან ძალის საშუალებით ერთი მძარცველის განეიტრალება მოახერხა, მაგრამ სწორედ ამ დროს მის დასახმარებლად მეორე გაემართა.

მეორესთან შეწინააღმდეგებისას მესამე კრიმინალი მას მუცლის არეში დანით დაესხა თავს.

დაშავებული კორინთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია მძარცველების იდენტიფიცირებას ცდილობს.

 

 

onalem

ტესტ