fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მაღაზიების მფლობელები კვირას მუშაობის წინააღმდეგი არიან

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებმა დღეს ქალაქის საბჭოში გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც, მათი მაღაზიები კვირას ღია უნდა იყოს და შესაბამისად, პერსონლმა უნდა იმუშაოს.

საჩივარი ბერძნული ბაზრის ეროვნულმა ფედერაციამ (ESEE)  და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ შეიტანა. ისინი ამტკიცებენ, რომ მაისიდან ოქტომბრამდე კვირა დღეს მუშაობა საცალო ვაჭრობის სექტორს ვერ დაეხმარება.

ESEE-ს ხელმძღვანელმა ვასილის კორკიდისმა განაცხადა, რომ კვლევებმა და სტატისტიკამ მრავალჯერ აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მოიტანს და არც დასაქმებას უწყობს ხელს.

როგორც ჩანს, კვირა დღეს მუშაობა პირველ დღეებშივე წარუმატებელი იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცილებით უარესი შედეგები აჩვენა.

onalem

ტესტ