საბერძნეთი: ლექტორის დემონური ჩანაფიქრი – მოკლული ცოლი და მისი დედა

შემთხვევამ, რომელიც თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ლექტორს ეხება, საზოგადოება შოკში ჩააგდო. მან თავისი ცოლი და სიდედრი მოწამლა. გარდაცვალებამდე ისინი საავადმყოფოში მოათავსეს.

43 წლის მამაკაცს ორი ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებენ. პროცესი ოქტომბერში გაიმართება. ის თავის ცოლსა და მის დედას წლების მანძილზე მცირე რაოდენობის შხამს ასმევდა. ამით ცდილობდა, გამოძიება შეცდომაში შეეყვანა და ეფიქრათ, რომ მოწამვლა საჭმლისა და სასმლის ბრალი იყო.

უნივერსიტეტის პროფესორს ერთ-ერთ 25 წლის სტუდენტთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელთანაც შვილიც კი ეყოლა.

როდესაც სასამართლო გაიმართა და მამაკაცი მოსამართლის წინაშე წარსდგა, მას მხოლოდ ერთი გარემოება დაეხმარა, რომ ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა ვერ დაადგინა კონკრეტულად რა მომწამვლელმა ნივთიერებამ გამოიწვია ორი ქალის სიკვდილი. თუმცა, დასკვნაში აღნიშნული იყო სხვა უამრავი ნივთიერება, რომელიც გარდაცვლილთა ორგანიზმში აღმოაჩინეს. ლექტორის მეუღლე და მისი დედა 1 დღის ინტერვალით, იმ საავადმყოფოში გარდაიცვალნენ, სადაც 31 წლის ქალი თავად მუშაობდა.