fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კუნძულ სალამინასთან დამაკავშირებელი გვირაბი

საბერძნეთი ნორვეგიის მაგალითს გაიმეორებს და აშენდება გვირაბი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს კუნძულ  სალამინასთან დააკავშირებს.

გვირაბის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და 4 წელი გაგრძელდება. პროექტის ინიციატორი საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროა.

გვირაბის მშენებლობის ხარჯების დაფარვა 30 წლის მანძილზე მოხდება. მისი ფასი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ მილიარდი ევრო მაინც დაჯდება. მსგავსი წყალქვეშა გვირაბების მშენებლობა ახლა ნორვეგიაში მიმდინარეობს და ამ ქვეყანაში მათი ღირებულება 25 მილიარდი ევროა.

onalem

ტესტ