fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც სასტუმროებს ძარცვავდა

როდოსის უსაფრთხოების დეპარტამენტის მეთოდური გამოძიების შედეგად, პოლიციამ დააკავა კრიმინალური დაჯგუფების 3 წევრი, რომლებიც სისტემატურად ძარცვავდნენ სასტუმროებს, კუნძულ როდოსზე.

დაჯგუფების 2 წევრი, 38 და 19 წლის მამაკაცები უცხოელები არიან. ხოლო, მესამე, 33 წლის დამნაშავე დაკავშირებული აღმოჩნდა კრიმინალურ ბანდებთან, ბევრ ცნობილ ქურდობასთან, საბუთების გაყალბებასთან და ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-გასაღებასთან.

პოლიცია გამოძიების შედეგად მოპოვებული მონაცემების შეჯერებით გავიდა დამნაშავეების კვალზე. საქმის კონკრეტული მახასიათებლების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დაჯგუფების წევრები ყალბი დოკუმენტების მეშვეობით, თაღლითურად აღწევდნენ სასტუმროს ნომრებში მაშინ, როდესაც დამსვენებლები იქ არ იმყოფებოდნენ. შემდეგ, იღებდნენ ფულს, ელექტრონულ მოწყობილობებს, პირად ნივთებსა და სამგზავრო დოკუმენტებს.

დამნაშავეები, გუშინ, შუადღისას, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. იმ ბინიდან კი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ამოღებულ იქნა შემდეგი ნივთები:

4 ყალბი პირადობის მოწმობა

2 ყალბი პასპორტი

49 ტაბლეტი ნარკოტიკული ნივთიერება

ასევე, მრავალი ნაქურდალი ნივთი

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 თვის მანძილზე, კრიმინალურმა დაჯგუფებამ 24 ქურდობა ჩაიდინა არხანგელოს ტურისტულ მარშრუტებზე და კუნძულ როდოსზე.

თანხისა და ამოღებული ნივთების სავარაუდო ღირებულება 25,300 ევროს აღემატება.

დაკავებულებს როდოსის პირველი ინსტანციის პროკურატურაში გადაიყვანენ.

onalem

ტესტ