fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი კრედიტორთა რეფორმების პაკეტს დათანხმდა

საბერძნეთმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას უცხოელ კრედიტორებთან. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა რეფორმების პაკეტს დათანხმდა.

”ამ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია, ხოლო ვალის დაფარვის შესახებ მოლაპარაკებებისთვის რელიეფი მზადდება,” აღნიშნა ცაკალოტოსმა.

რეფორმები უკავშირდება პენსიების შემცირებას, გადასახადების გაზრდას, შრომისა და ენერგეტიკის სფეროებს.

კრედიტორები რეგულარულად შეაფასებენ საბერძნეთის მოთხოვნებს, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყნისთვის სესხების გაგზავნა.

რამდენიმე თვეში დასრულდება მეორადი შეფასების პროცესი მესამე დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით. მთავარ პრობლემად სოციალური დაზღვევა, შრომისა და ენერგეტიკის სფეროში გასატარებელი რეფორმები რჩებოდა.

შემდეგი სესხის გარეშე საბერძნეთი ვერ მოახერხებს  326 მილიარდიანი ვალის დაფარვას.

კრედიტორთა წარმომადგენლები არიან შუამავლები ევროკომისიიდან, ევრობანკიდან, მსოფლიო ბანკიდან და ევროპის სტაბილურობის მექანიზმიდან.

onalem

ტესტ