fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კიდევ 2 გარდაცვლილი წყალდიდობის გამო – ჯამში 19 გარდაცვლილი

წყალდიდობის გამო გარდაცვლილია 2 ადამიანი ელევსინას ყურეში, ერთი კი ატიკას მანდრაში..სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ დღეს დილით, სამწუხაროდ, კიდევ 3 გარდაცვლილი ადამიანი იპოვა, რაც მსხვერპლთა რაოდენობას 19-მდე ზრდის.

ამ წუთამდე, სამი პირის ვინაობა არ არის დადგენილი. გუშინდელი ინფორმაციით, ექვსი ადამიანი მანდრასა და ელევსინას ტერიტორიაზეა გაუჩინარებული. თუმცა, ხელისუფლებამ ჯერ დაზუსტებით არ იცის, შედის თუ არა სამი ნაპოვნი ადამიანი დაკარგულ ადამიანთა სიაში.

სრული კატასტროფა მანდრაში

მანდრას მერმა სკაის ტელევიზიასთან საუბრისას თქვა, რომ მანდრამ სრული კატასტროფა განიცადა. მისი თქმით, 2000-მდე სახლი თუ ბიზნეს-ობიექტი წყალმა წალეკა. ოთხშაბათის დილიდან, საბერძნეთის სახანძროში 984 სატელეფონო ზარი შევიდა, დახმარების თხოვნით.

ჯამში, 96 ადამიანი მათი სახლებიდან თუ მანქანებიდან, სხვა, დაცულ ადგილებში გადაიყვანეს.