fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: კიდევ ერთი გოგონა, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა, დედამ კი სანაგვეზე გადაუგდო

პოლიციას სამი თვე დასჭირდა, რათა დნმ-ის ანალიზის შედეგად, სანაგვეზე გადაგდებული კიდევ ერთი ბავშვის დედის ვინაობა დაედგინა. ის 19 წლის გოგონაა, რომლის ორსულობის შესახებაც არავინ იცოდა.

ჩვილი პეტრუპოლში, გასულ თებერვალში იპოვეს. ეს შემთხვევა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან ახალშობილი 19 წლის გოგონამ ჭიპლარით დაახრჩო, ხოლო სანაგვეზე მისმა 54 წლის დედამ გადააგდო.

როგორც მათი მეზობლები Protothema-სთან საუბარში ამბობენ, გოგონა ორსულობას მალავდა და ამის გამო მუდმივად თავისუფალი ტანსაცმელი ეცვა. მან საკუთარი სახლის აბაზანაში იმშობიარა და ამის შესახებ მისი ბებიის გარდა, ვერავინ გაიგო.

ის კი, ვინც გარდაცვლილი ჩვილი სანაგვეზე გადააგდო, გოგონას დედაა. ამ დრომდე პოლიცია აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოძიებას აწარმოებდა.

“არავინ იცოდა, რომ ის ორსულად იყო. ჩვილის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გავიგეთ, პოლიცია მოვიდა და დნმ-ის ანალიზისთვის ნიმუშები წაიღო,” ამბობს 19 წლის გოგონას მეზობელი.

ცნობილია, რომ ის ნახევარძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ქრონიკული დეპრესიით იტანჯება. მიზეზი კი ქმრის (19 წლის გოგონას მამის) გარდაცვალებაა. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ გოგონას თავადაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები.

onalem

ტესტ