fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ჟურნალისტსა და მის ოჯახს თავს ორი ნიღბიანი დაესხა

დღეს დილით ბერძენი ჟურნალისტის სახლში ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა.

ინციდენტი დაახლოებით 06:00 საათზე, პენდელში მოხდა. მძარცველებმა სახლის ფანჯარა ჩაამსხვრიეს და სახლში ამ გზით შევიდნენ. ამასთანავე ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით იყვნენ შეიარაღებულნი.

მათ ოჯახს მუქარა დაუწყეს და საბოლოოდ სახლიდან თანხა, ძვირფასეულობა და ჟურნალისტის საკუთრებაში ლეგალურად არსებული ორი პისტოლეტი და თოფი წაიღეს. ამ ყველაფრის შემდეგ კი სწრაფად გაუჩინარდნენ.

პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირეას და მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

onalem

ტესტ