fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ჯილდო 5, 000 ევროს სახით მას, ვინც ქურდების ვინაობას დაასახელებს

მამაკაცი საბერძნეთის ერთ-ერთი სოფლიდან, აცხადებს, რომ 5, 000 ევროს მისცემს ჯილდოს სახით მას, ვინც რაიმე ინფორმაციას მისცემს მათზე, ვინც მისი სახლიდან ტელევიზორი მოიპარა.

დილის გადაცემაში დაზარალებული ხსნის, თუ რატომ აწესებს ასეთ დიდ თანხას ნივთზე, რომელიც ათჯერ ნაკლები მაინც ღირს. მას უბრალოდ უნდა იცოდეს, ვინ ჩაიდინა ეს.

ის ტელეკომპანია ANT1-ის საშუალებით აცხადებს, რომ ქურდი სახლში აივნის კარის გავლით შევიდა.

“ჩემი ტელევიზორი არ ღირს იმდენი, რამდენსაც ჯილდოს სახით ვაწესებ, თუმცა, ამას ვაკეთებ, რადგან ვფიქრობ, რომ ქურდი შინაურია და მინდა ვიცოდე ვინ არის ის,” ამობს მამაკაცი.

ის გულისხმობს თავისი სოფლის, ეტოლოაკარნანიას მაცხოვრებლებს და ასევე მათ, ვინც ნავფაქტოში ცხოვრობს.

მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთი ზარიც არ მიუღია.

onalem

ტესტ