საბერძნეთი: დაკავებულია ”ჯიჰადისტების ნარკოტიკის” მწარმოებელი ჯგუფი

საბერძნეთის პოლიციამ და სანაპირო დაცვამ შეძლო დაჯგუფების იდენტიფიცირება, რომელიც ნარკოტიკულ ნივთიერებებს, კერძოდ ”Captagon”-ს უკანონოდ ამზადებდა. აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტების მიერ. შედეგად, მათ უძლიერდებათ ”მორალი.”

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში ამ სახის ნივთიერების აღმოჩენა პირველად მოხდა. ნარკოტიკი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და ძლიერდება გვერდითი მოვლენები. რამდენიმე დღის უწყვეტი დათვალიერებისა შემდეგ, პოლიციამ და სანაპირო დაცვამ იპოვა ადგილი ელევსინაში, სადაც ამზადებდნენ აღნიშნულ ნივთიერებებს.

ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ აღმოაჩინა ”Captagon”-ის 635,000 ტაბლეტი, რომლებიც განთავსებული იყო სპეციალურ სატვირთოებში, ამავე ტერიტორიაზე. ჩამორთმეული საქონლის ღირებულება 10 მილიონი ევროა.

ნაპოვნია ასევე მოტორიანი ნავი, რომელიც ნარკოტიკის საზღვარგარეთ გადატანისთვის გამოიყენებოდა. დააკავეს ოთხი ადამიანი: ორი ბერძენი, თურქი და ალბანელი. იძებნებიან დაჯგუფების სხვა წევრებიც.

”Captagon” არის სინთეზური ამფეტამინი, რომელიც პირველად 60-იან წლებში გამოიყენებოდა ნარკოლეფსიისა და ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სამკურნალოდ. მაგრამ დროდადრო მისი გვერდითი მოვლენები იწვევდა ძლიერ დამოკიდებულებას.

2010 წლის მონაცემებით აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელთა საერთო რაოდენობიდან ერთი მესამედი ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობაა.

melano

ტესტ