fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

საბერძნეთი ჯანდაცვის ხარისხის მიხედვით მსოფლიოში მე-20 ადგილზეა

კვლევებმა აჩვენა, რომ საბერძნეთი ჯანდაცვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების მხრივ მსოფლიოში მე-20 ადგილს იკავებს. პარალელურად, ამერიკა და გერმანიაც კი შედარებით დაბალ პოზიციებზე არიან.

კვლევებში იყენებენ ახალ გლობალურ ინდექსს, რომელიც იზომება 0-დან 100-მდე შკალით. მეცნიერებმა 195 ქვეყანა შეისწავლეს.

გამოთვლილი ინდექსი თვალისწინებს 1990-2015 წლებს, სიკვდილიანობის სტატისტიკას და თითოეულ ქვეყანაში იმ 32 დაავადებას, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია სამედიცინო მკურნალობის შედეგად.

აღნიშნული ინდექსი ჯანდაცვის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტების მიერ შეიქმნა და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.

2015 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ანდორაში (94,6) ფიქსირდებოდა, შემდეგ მოდის ისლანდია (93,6), შვეიცარია (91,8), შვედეთი (90,5). ზოგადად, ევროპის კავშირის ქვეყნები მოწინავე პოზიციებს იკავებენ, ხოლო აფრიკის ქვეყნები, ლოგიკურად, დაბალ ინდექსს ატარებენ.

საბერძნეთის მაჩვენებელი საერთო ჯამში 87-ია. ეს რიცხვი კი მას მსოფლიოში მე-20 ადგილზე აყენებს. შემდეგ მოდის გერმანია (86), კვიპროსი (85), აშშ (81) და თურქეთი (81).

onalem

ტესტ