fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ქართველებს ადეპორტებენ, არ ლიდერობს

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, 2015-2017 წლებში ჯამში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის 11 428 შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, 2015 წელს – 3 688 საქართველოს მოქალაქის, 2016 წელს – 3 601, 2017 წელს კი – 4 126 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც დეპორტაციის შემთხვევები ყველაზე ხშირია, ჩამონათვალში ლიდერობს თურქეთი. ასევე ამ ქვეყნებს შორისაა: გერმანია, ისრაელი და რუსეთი.

onalem

ტესტ