fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გველებმა უკვე მოსახლეობის სახლებშიც შეაღწიეს

13 ივლისს, გვიან ღამით ხიმადის დასახლებაში, რომელიც ლარისადან 19 კილომეტრში მდებარეობს, ერთ-ერთი ოჯახი სახლში დაბრუნდა და სახლში შესვლისას, თვალებს არ უჯერებდნენ! მათ ოთახში გველი დაინახეს და ის ნამდვილად არ იყო პატარა. მათ ძალიან შეეშინდათ.

შიშის მიუხედავად ოჯახის უფროსი არ დაიბნა და სახანძრო ბრიგადა გამოიძახა. მაშველები ადგილზე მაშინვე მივიდნენ, გველი დაიჭირეს და სოფლიდან შორს გადაიყვანეს.

როგორც რამდენიმე ხნის წინ აღვნიშნეთ, ლარისას მოსახლეობა გველების გამოჩენით დიდი ხანია შეშფოთებულია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის პარკებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რეპტილიების შემოსევის საწინააღმდეგო რამდენიმე ღონისძიება ჩაატარა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ეფექტური არ აღმოჩნდა, რადგან მოსახლეობა გველებს სახლში პოულობს.

როგორც ცნობილია, გველების მასობრივი შეჭრა ლარისაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰაერის ტემპერატურის მატებამ გამოიწვია.

onalem

ტესტ