fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: გველების ბუდე სტუდენტების საცხოვრებელში

მეხანძრეებმა რამდენიმე გველი საცხოვრებლის აივნიდან მოაშორეს.

იოანინას ტერიტორიაზე, კორპუსის აივანზე, რომელშიც სტუდენტები ცხოვრობენ, რამდენიმე გველი იპოვეს. ახალგაზრდები მათი დანახვისას ადგილზე გაიყინნენ, ისინი გამრავლების პროცეში იყვნენ.

მეხანძრეებმა სამუშაოების დასრულების შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს და მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გველები ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით აგრესიულები არიან, ამიტომ მათთან უშუალო კონტაქტს უნდა მოერიდონ.

სტუდენტებმა სახლი მაშინვე სახლი ჩაკეტეს და მაშველები გამოიძახეს.

მეხანძრეებმა გველები სპეციალური ტომრის საშუალებით მოაშორეს და მათთვის ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

რეპტილიებს ზიანი არავისთვის მიუყენებიათ.

onalem

ტესტ