fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: გუშინ ეგიოში ორი 16 წლის გოგონა გაუჩინარდა

ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილი” ავრცელებს ინფორმაციას მოზარდების დაკარგვასთან დაკავშირებით. კერძოდ, გუშინ ეგიოში ორი 16 წლის გოგონა საღამოს 21:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა. მათი სახელებია ესმერალდა და სტელა. ორივე მათგანი ერთი ასაკისაა.

ესმერალდას სიმაღლეა 1, 60 სმ და იწონის 48 კგ-ს, აქვს გრძელი თმა და მოყავისფრო-მომწვანო თვალები, გაუჩინარების დღეს ეცვა შავი ქურთუკი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი.

სტელას სიმაღლეა 1, 56 სმ, იწონის 58 კგ-ს, აქვს გრძელი ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები. გაუჩინარების დღეს ეცვა ხაკისფერი ჟაკეტი, მოშავო-რუხი შარვალი და შავი სპორტული ფეხსაცმელი.

ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, ორგანიზაცია სთხოვს 24 საათის რეჟიმში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 116000. 

onalem

ტესტ