fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

საბერძნეთი: გრიპით გარდაცვლილი 6 ადამიანი ბოლო ერთ კვირაში

26 მარტიდან 1 პრილის ჩათვლით სეზონური გრიპის ინფექციით 6 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ოქტომბერში გრიპის სეზონი დაიწყო, სულ გარდაცვალების 34 შემთხვევა დაფიქსირდა. 34 გარდაცვლილიდან ვაქცინა მხოლოდ 4-ს ჰქონდა მიღებული.

თითოეულ კრიტიკულ სიტუაციაში აღინიშნებოდა გრიპის B ქვეტიპი, რომელიც იწვევს საშიშ გართულებებს და წელს ეს ქვეტიპი განსაკუთრებით ჭარბობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ თავდაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

26 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გრიპის ვირუსის სიმპტომებით ექიმთან მიმართვიანობა არ გაზრდილა, თუმცა, ევროვნულ ლაბორატორიაში დატესტეს გრიპის 95 კლინიკური ნიმუში.

onalem

ტესტ