fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: გაუჩინარებული 26 წლის ილიანა გარდაცვლილი იპოვეს

ილიანა სტამადიანუ ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, ლაკონიაში გაუჩინარდა. როგორც ცნობილია, ის საკუთარი მანქანით გავიდა და მისი ტელეფონი მას შემდეგ გათიშული იყო, ამიტომ ოჯახი ვერ უკავშირდებოდა და ამის გამო უკიდურესად ღელავდნენ. მისი და იუწყებოდა, რომ 26 წლის გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ილიანას მანქანა ტიგანიას სანაპიროზე მეთევზემ იპოვა. დაახლოებით შუადღის 3 საათზე ის აღნიშნულ ადგილას მიდიოდა, როდესაც ამოყირავებული მანქანა დაინახა და მიხვდა, რომ გოგონა კლდიდან მანქანით გადავარდა. მანქანას წყალმცენარეები ფარავდა, სწორედ ამის გამო იყო, რომ გამოძიებისას მისი პოვნა ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი მონდომებით ეძებდნენ.

მეთევზემ დაუყოვნებლივ პოლიცია გამოიძახა და 26 წლის გოგონა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მთელი ამ დღეების მანძილზე მისი ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყვნენ ოჯახის წევრები, ნათესავები და უბრალო მოხალისეებიც კი. ისინი ილიანას ეძებდნენ არა მხოლოდ ლაკონიაში, არამედ სხვა ქალაქებშიც.

ილიანას დედა რამდენიმე დღის წინ შიშს გამოთქვამდა, რომ მის შვილს რაიმე ცუდი შეემთხვეოდა. ის აღწერს დღეებს მის გაუჩინარებამდე. გოგონა ფსიქოლოგთან იყო, რომელმაც ურჩია, რომ მკურნალობა გაეგრძელებინა.

onalem

ტესტ