fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: გაუარესებული ამინდი მთელი ქვეყნის მასშტაბით

საბერძნეთს ახალი ფენომენი დაატყდა თავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი დღეს დილიდან გაუარესდა. ფენომენი “Κρέοντας” სამხრეთ იტალიიდან მოდის და ხუთშაბათიდან კვირის ბოლომდე საბერძნეთში უხვ ნალექს გვპირდება.

დღეს ქვეყნის უმეტეს რეგიონებში იწვმებს და იქროლებს ძლიერი ქარი. განსაკუთრებით უხვი ნალექი მოსალოდნელია ატიკას პრეფქტურაში და ათენშიც.

დღის პირველ ნახევარში იწვიმებს: თესალიაში, სტერელაში, პელოპონისოში, ცეტრალურ და დასავლეთ კრეტაზე.

დღის მეორე ნახევარში ასევე თესალიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ სტერეაში, ევიაში, სპორადესში, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებსა და დოდეკანესზე.

წვიმა დიდხანს გასტანს ძირითადად თესალიაში, სპორადესში, სტერეასა და ევიაში.

თოვლი მოსალოდნელია საბერძნეთის მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში.

ატიკა

დღის მანძილზე იქნება მოღრუბლულობა, წვიმა და ქარი. ღამით კი ფენომენი შედარებით შესუსტდება.

იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-7 ბალი და ჩრდილოეთის ქარი 4-6 ბალი.

ტემპერატურა იმერყევებს 8-დან 12 გრადუსამდე.

თესალონიკი

ასევე მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ხოლო მთებში თოვლი.

იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი 6-7 ბალი.

ტემპერატურა იმრყევებს 5-დან 9 გრადუსამდე.

onalem

ტესტ