fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: განყოფილებაში გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცი და 9 დაშავებული პოლიციელი

62 წლის მამაკაცი საბერძნეთის პოლიციამ გუშინ ფილის რეგიონში ქურდობის ბრალდებით დააპატიმრა, ხოლო ოთხშაბათს მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გარდაიცვალა. მისი სიკვდილი სხვადასხვა პათოლოგიურ მიზეზებს უკავშირდება. მამაკაცის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში პოლიციის განყოფილებაში ბოშათა ჯგუფი შეიჭრაა და პოლიციელებს თავს დაესხა. ისინი მამაკაცის ნათესავები და ახლობლები იყვნენ. დაშავებულია პოლიციის 9 თანამშრომელი.

62 წლის ბოშას სიკვდილის ამბავი აღნიშნულ რეგიონში ძალიან სწრაფად გავრცელდა. როგორც ცნობილია, მისი ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ და შენობას ქვები დაუშინეს. მათი მტკიცებით, მამაკაცის გარდაცვალება პოლიციელების ბრალი იყო და არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. ისინი შიგნით შევარდნენ და პოლიციელების ცემა დაიწყეს, ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც კი ხელში ხვდებოდათ.

დაშავდა 9 პოლიციელი და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ