fbpx
განათლებასაბერძნეთი

საბერძნეთი განათლების სისტემაში რეფორმებს გეგმავს

საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა განათლების სამინისტროში შეხვედრა გამართა. მან წარადგინა 5 მიმართულება, რომლითაც განათლების სისტემამ ცვლილებები უნდა განახორციელოს.

ცვლილებები შეეხება:

1) დაწყებით განათლებას (Πρωτοβάθμια Εκπαίδευση)
2) საშუალო განათლებას (Κατώτερη Δευτεροβάθμια Εκπαίδευση)
3) უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების ნებართვის შესახებ ბრძანებას.

გარდა ამისა, დაგეგმილია ინვესტიციები, რომლებიც უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მოდერნიზებას ისახავს მიზნად.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აპირებს გააუქმოს გამოცდები, წაახალისოს სერთიფიკატების გაცემა, შეცვალოს სწავლების სისტემა ლიცეუმებში.

”ჩვენ გვინდა განათლების პროცესი მიმდინარეობდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და არა კერძო მასწავლებლებთან,” განაცხადა მან.

ციპრასმა ასევე თქვა, რომ სექტემბრიდან გაორმაგდება სკოლების რაოდენობა, სადაც მოსწავლეებს უფასო საჭმლით უზრუნველყოფენ.

onalem

ტესტ