fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: გაძარცვულია სასაფლაოები, ზარალი 1500 ევროს უდრის

ინციდენტი 8 ივნისს მოხდა. ირაკლიოში, ევანგელისმო-მუხთაროს ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოზე უცნობი პირები მივიდნენ და ძვირადღირებული სასანთლეები მოიპარეს, რომლებიც საფლავებზეა განლაგებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასაფლაოდან საერთო ჯამში 12 სასანთლე მოიპარეს, რომელთა ღირებულება 1500 ევროა.

როდესაც ქურდობის შესახებ გახდა ცნობილი, თავდაპირველად პოლიციას შეატყობინეს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ და ზარალი დაითვალეს.

თავად საფლავების პატრონებს მომხდარის შესახებ მოგვიანებით აცნობეს.

ინციდენტმა საზოგადოებაში დიდ შეშფოთება გამოიწვია, რადგან მათი თქმით, ირაკლიოს აღნიშნულ მუნიციპალიტეტში პრობლემები მუდმივად მწვავდება. მიზეზად კი პოლიციის არასათანადო და არასაკმარის მუშაობას ასახელებენ.

მოსახლეობა ითხოვს მუხთაროს ტერიტორიაზე მეტი სამართალდამცავის გაგზავნას, ვინაიდან ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ.

onalem

ტესტ