fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: გადასახადები გაიზდება, პენსიები კი შემცირდება

საბერძნეთის ხელისუფლებამ და მისმა უცხოელმა კრედიტორებმა საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საჭიროა რეფორმების გატარება, რათა ქვეყანამ მსოფლიო ბანკიდან სესხები მიიღოს. ეს რეფორმები კი ნიშნავს, რომ გაიზრდება გადასახადები და შემცირდება პენსიები.

ფინანსთა მინისტრის ცაკალატოსის განცხადებით: ”ტექნიკური შეთანხმება და ყველანაირი მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დასრულებულია. ახლა ვამზადებთ საფუძველს ქვეყნის ვალის დასაფარად.”

პრობლემა ძირითადად ეხებოდა შრომისა და ენერგეტიკის სფეროს და როგორც აღვნიშნეთ, პენსიების შემცირებასა და გადასახადების გაზრდას.
მოსალოდნელია, რომ 22 მაისს ბრიუსელში ევროჯგუფის შეხვედრაზე, მიიღებენ გადაწყვეტილებას, გამოიყოს საბერძნეთისთვის შემდეგი სესხის ტრანში.

ამ ტრანშის გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს ვალის გადახდას, რომელიც 325 მილიარდ ევროს შეადგენს.

onalem

ტესტ