საბერძნეთი – ევროზონის ჩემპიონი არასრული სამუშაო განაკვეთის მხრივ

Bloomberg სააგენტო მუდმივად იკვლევს სამუშაო პირობებს ევროზონის 17 ქვეყანაში.

ევროსტატის მონაცემებით, საბერძნეთი აღმოჩნდა პირველ ადგილზე ადამიანთა რიცხვით, რომლებიც ან არ მუშაობენ ან მუშაობენ მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე.

ამდენად, ამ ადამიანთა სულ 31% იყოფა არასრული სამუშაოს 6 გატეგორიად, რომელიც მოიცავს მათ, ვინც უმუშევარია, ვინც ეკონომიკური მიზეზების გამო ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და მათ, ვისაც შეუძლია მუშაობა, მაგრამ არ ეძებს სამსახურს.

საბერძნეთისგან განსხვავებით, გერმანიაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროზონაში. შემდეგ მოდის ლიტვა – ოდნავ მეტი 10%-ით და სლოვენია 13%.

გრაფიკზე ასახულია ევროზონის ქვეყნების დეტალური კლასიფიკაციის სქემა, გარდა მალტისა და ესტონეთისა, რომელთა მონაცემებიც არ არის ხელმისაწვდომი.

melano

ტესტ