fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ერთ-ერთ კაფეზე თავდასხმისას შემთხვევითი ტყვია 29 წლის ქალს მოხვდა

ახალი ინციდენტი კორიდალოს რაიონში სამშაბათს ღამით, 23:25 საათზე მოხდა. ბრმა ტყვია 29 წლის ქალს მოხვდა, რომელიც ამ დროს კაფეში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 9 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი კაფეში შევიდა, სადაც ერთ-ერთი საპარიკმახეროს მეპატრონე იჯდა, მათ მას მუქარა დაუწყეს, რასაც სროლა მოჰყვა. პოლიციის თქმით, ისინი მასთან ურთიერთობის გასარჩევად მივიდნენ. აღნიშნული მამაკაცი სომხეთის მოქალაქეა.

როდესაც სროლა ატყდა, ერთი შემთხვევითი ტყვია 29 წლის ქალს მუცლის არეში მოხვდა. ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა. უამრავი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი კაფის ფანჯრებსა და კედლებს.

პოლიციის ცნობით, მათ უკვე შეაგროვეს 6 სათვალთვალო კამერა, რომელიც შემთხვევის ადგილზეა დამონტაჟებული. დაკავებულია 6 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, ინციდენტის მონაწილეები არიან.

onalem

ტესტ