fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ელექტრონული ბარათი უმუშევრებისთვის ინტერნეტის საშუალებით

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბერძნეთში ახალი ელექტრონული ბარათების აღება უმუშევრებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ინტერნეტის საშუალებით, მეტროსადგურში მისვლის გარეშე შეუძლიათ.

როგორც ΟΑΣΑ იტყობინება, ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია პირადად გამოცხადდეს ბარათის ასაღებად, ამ გზით კი მათი ენერგიაც და დროც საკმარისად დაიზოგება.

უმუშევრებსა და შშმ პირებს შეუძლიათ შევიდნენ ვებ გვერდზე www.athenacard.gr და შეავსონ საკუთარი მონაცემები. იმის განსაზღვრა, თუ როგორ ავირჩიოთ კატეგორია, სპეციალური აპლიკაციის ΗΔΙΚΑ-ს საშუალებით ხდება.

ნაბიჯები:

1) დაინტერესებული პირი უნდა შევიდეს ვებ გვერდზე www.athenacard.gr, აირჩიოს კატეგორია “Έντυπο προσωποποιημένης κάρτας” და შეავსოს მოთხოვნილი მონაცემები.

2) შემდეგ უნდა აირჩიოს “Αποθήκευση Δεδομένων” ანუ მონაცემების შენახვა.

3) უნდა ატვირთოს ფოტო “μεταφορτώνει”-ის საშუალებით.

4) შემდეგ უნდა დააჭიროს კვლავ “Αποθήκευση” ანუ შენახვა.

ამრიგად, მოთხოვნა ბარათის გაცემის თაობაზე უკვე გაგზავნილი იქნება და ადრესატს ის მითითებულ მისამართზე, ფოსტის საშუალებით მიუვა.

onalem

ტესტ