fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ეგიოში გაუჩინარებული ორი 16 წლის გოგონა პირეაზე იპოვეს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირას ღამით ეგიოში ორი 16 წლის გოგონა ერთად გაუჩინარდა. ორგანიზაციამ “ბავშვის ღიმილი” მათზე ძებნა გამოაცხადა და დაასახელა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც გოგონების ამოცნობა იქნებოდა შესაძლებელი. საქმე შემდეგნაირად წარიმართა.

პირეაზე პოლიცია პატრულირებდა, როდესაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა ორივე გოგონა ამოიცნო და ორგანიზაციას მათი პოვნის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს.

ბუნდოვანი და გაუგებარია, როგორ აღმოჩნდნენ გოგონები ეგიოდან პირეაზე.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მათი გაუჩინარების საქმეში მესამე პირი მონაწილეობს, რომლის ვინაობის დადგენაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ