fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ძაღლის გასეირნება მამაკაცს 25, 000 ევრო დაუჯდა

საბერძნეთის პოლიცია ქურდობის შემთხვევას იძიებს, რომელმაც ერთ-ერთი სუპემარკეტის 25 წლის მენეჯერი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

კერძოდ, ინციდენტი კუნძულ როდოსზე მოხდა. მამაკაცმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რომლის მიხედვითაც, ის სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და მიიტანა ჩანთა, რომელშიც ყოველდღიური ბრუნვის თანხა, ამ შემთხვევაში 25, 000 ევრო და რამდენიმე ქვითარი ედო. შემდეგ თავისი ძაღლი გაასეირნა და როდესაც კვლავ დაბრუნდა, ჩანთა იქ აღარ დახვდა.

პოლიციამ საქმე აღძრა და ქურდობის დეტალების შესწავლა დაიწყო.

ადგილზე მოწმდება თითის ანაბეჭდები და დნმ-ის კვალი, რომელიც შესაძლოა დამნაშავემ შემთხვევის ადგილას დატოვა.

უცნობია, დააკისრა თუ არა სუპერმარკეტის ხელმძღვანელობამ 25 წლის მენეჯერს პასუხისმგებლობა მომხდარზე.

 

onalem

ტესტ