საბერძნეთი პრივატიზაციის პროცესს შვიდი მსხვილი კომპანიიდან იწყებს

ბერძნული პრივატიზაციის ფონდის HRADF-ის პრესსამსახური აცხადებს, რომ კომპანია იწყებს კონსულტანტების შერჩევას, შვიდი მსხვილი კომპანიის პრივატიზაციისთვის.

HRADF-ის დირექტორმა პარასკევს განაცხადა, რომ ისინი ემზადებიან კადრების შესარჩევად და ელოდებიან, თუ ვინ წამოაყენებს უკეთეს ვარიანტებს პროცესის დასაწყებად. საუბარი ეხება ათენის საერთაშორისო აეროპორტს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ელექტრო ენერგიის მიმწოდებელ კომპანია DEI-ს და გაზის მიმწოდებელ კომპანია DEPA-ს. ასევე, ბერძნულ ნავთობპროდუქტების კომპანია Hellenic Petroleum, HelPe-ს, ათენისა და სალონიკის წყლის მიმწოდებელ კომპანია EYDAP-სა და EY ATh-ს და ბოლოს, ათენის სატელეკომუნიკაციო კომპანია OTE-ს.

მას შემდეგ, რაც 2015 წელს SYRIZA ხელისუფლებაში მოვიდა, მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში პრივატიცაზიის პროცესი შეწყდებოდა, თუმცა, კრედიტორების ზეწოლამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა მათი პოზიცია.

ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა კატეგორიული წინააღმდეგია წყლის კერძო პირისთვის გადაცემის.

2014 წელს, თესალონიკში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დროს, ფორმალურმა კვლევამ აჩვენა, რომ 218 000 მოქალაქიდან 98,04% პრივატიზაციის წინააღმდეგი იყო.