fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

საბერძნეთი: დატბორილი სახლები და სამედიცინო ცენტრი და დახურული სკოლები

ბოლო დღეებში საბერძნეთში დაფიქსირებულმა ამინდის ცვლილებებმა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. კონკრეტულად ეს ეხება ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძულ, სამოთრაკის.

უხვი ნალექის გამო დატბორილია უზარმაზარი ტერიტორია, სახლები, სამედიცინო ცენტრი და მრავალი მაღაზია. დახურულია სკოლები. წვიმამ და მეწყერმა ჩაკეტა გზები და ზოგიერთ ადგილას გადაადგილება სრულიად შეუძლებელია. გამომდინარე აქედან შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. კუძულის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ადამიანები მანქანებიდან პირდაპირ ღრმა ტალახის მასაში გადმოდიოდნენ, რის გამოც 4 მათგანს სახანძრო ბრიგადის დახმარებაც კი დასჭირდა.

ათენის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ორშაბათს კუნძულზე ორი საათის მანძილზე წვიმდა და ამ დროის მანძილზე მოვიდა ნალექი, რომელიც შეადგენდა 200 ლიტრს ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს კი იმდენია, რა რაოდენობის ნალექიც მოდის, მაგალითად, თესალონიკში, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით.

https://www.facebook.com/stratos.vaikouzis/videos/1154005291401150/

https://www.facebook.com/eevros/videos/10155715052022389/

onalem

ტესტ