fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: დარჩება თუ არა სამუდამო პატიმრობაში 20 წლის მეზღვაური შეყვარებულის მკვლელობისთვის?!

დღეს თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 20 წლის მეზღვაურის თანასის სხინასის საჩივარი განიხილა.

შეგახსენებთ, რომ მას 2014 წელს მონიკა კონსტანდინიდუს მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ჩვენ დავუკავშირდით მონიკას ოჯახის ადვოკატს, ნანა აბულაძეს, რომელმაც გვაცნობა, რომ დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა, სასამართლომ არ გაითვალისწინოს სხინას ადვოკატის, ყოფილი პარლამენტარის, პეტროს მანდუვალოს მიერ აღნიშნული გარემოება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა.

ასევე, მოითხოვა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც ბრალდებულის მხარემ წარუდგინა სასამართლოს.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ოთხშაბათს გახდება ცნობილი.

იხილეთ სტატია მკვლელობის შესახებ: https://georgians.gr/saberdzneti-samudamo-patimroba-25-wlis/

onalem

ტესტ