fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ბრალდებულმა სასამართლოზე მომჩივანს ესროლა, მოსამართლეები გაიქცნენ

შოკისმომგვრელი ინციდენტი სასამართლო პროცესის მსვლელობისას მოხდა. 41 წლის უცხოელმა მამაკაცმა, რომლის წინააღმდეგაც ბერძენმა საჩივარი შეიტანა, პოლიციელს იარაღი წაართვა და მომჩვანს მოკვლით ემუქრებოდა.

გითიოს სასამართლოში, დილის 10:30 საათზე, 41 წლის ალბანელის საქმეს განიხილავდნენ, რა დროსაც მან მოახერხა და გვერდით მდგომ პოლიციელს იარაღი წაართვა. პოლიციელი ქალი 5 წლის ბავშვის დედაა.

ამის შემდეგ მან დარბაზი ჩაკეტა. იქიდან გაქცევა მხოლოდ მოსამართლეებმა შეძლეს.

41 წლის ალბანელი ბერძენ მომჩივანს მიუახლოვდა, იარაღი შუბლზე მიადო და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ზუსტად ორჯერ ისროლა. თუმცა, სავარაუდოდ, იარაღი გაიჭედა ან მან გამოყენება კარგად არ იცოდა, რის გამოც, ბერძენი მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა.

დარბაზში იჯდა მომჩვანი ბერძენის დედაც, რომელმაც ამ ყველაფრის ხილვისას გონება დაკარგა.

რამდენიმე წუთში ოთახში გაჩნდა პოლიცია და 41 წლის ალბანელი განაიარაღეს.

ის წარსულში ნასამართლევი იყო ბავშვის გატაცების, არალეგალების შემოყვანისა და სხვა დანაშაულებისთვის.

onalem

ტესტ