საბერძნეთი: დანაშაულებრივი ჯგუფი ახალშობილს 18, 000 ევროდ ყიდდა

ხალკიდაში ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის კიდევე ერთი ფაქტი პოლიციის ოფიცრების მიერ გამოვლინდა, რომლებიც თავს მყიდველებად ასაღებდნენ. საერთო ჯამში დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 9 წევრი.

მყიდველებსა და გამყიდველებს შორის შუამავლის როლი 40 წლის ქალმა შეასრულა და საბოლოოდ შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 4 დღეში პატარა გოგონა 18, 000 ევროდ გაიყიდებოდა.

40 წლის ქალმა შეხვედრა ატიკის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ ბინაში დანიშნა, რათა ბავშვი წაეყვანათ.

აღნიშნულ ბინაში პოლიციელებს, რომლებიც, ცხადია, მალავდნენ, რომ ოფიცრები იყვნენ, კიდევ 5 ქალი , ორი 29, ხოლო დანარჩენები 35, 34, 38 წლის და სამი მამაკაცი, 32, 39 და 41 წლის, დახვდათ.

აღმოჩნდა, რომ ორმა 29 წლის ქალმა და ასევე 38 წლის ქალმა ახლახანს იმშობიარეს, ხოლო 34 წლის ქალი ამჟამად ორსულად არის. მათ თითოეული ახალშობილი გაყიდეს, ხოლო 34 წლის ქალი, დაბადების შემდეგ, საკუთარ შვილსაც იგივეს უპირებდა.

ცხადია, პოლიციამ ისინი ადგილზე დააკავა. საერთო ჯამში ამოიღეს 9, 025 ევრო.

გამოძება მიმდინარეობს იმის დასადგენად, ჰყავთ თუ არა აღნიშნულ დაჯგუფებას გაყიდული სხვა ბავშვებიც.

melano

ტესტ