fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: დამხმარე ქალმა მოხუცის ოჯახისგან 57, 000 ევრო მიითვისა

გავრცელებული ინფორმაციით, დამხმარე ქალი მოხუცის მომვლელად 2 წლის მანძილზე მუშაობდა. საბოლოო ჯამში ზარალი, რომელიც მან ოჯახს მიაყენა, 57, 000 ევროს უდრის.

კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ 47 წლის ქალი თაღლითობის და თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა. ის მუშაობდა მოხუც ქალბატონთან, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

thebest.gr-ის მიხედვით, დამხმარე ქალი მოხუცს დროდადრო ატყუებდა, რომ მას სჭირდებოდა სხვადახვა სახის მედიკამენტები და მკურნალობის კურსი, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამ გზით კი ახერხებდა მის ოჯახზე გავლენის მოხდენას და თანხის მითვისებას.

2 წლის მანძილზე თაღლითობით გამოძალული თანხის რაოდენობა 47, 000 ევროა.

ოჯახმა ქალს უჩივლა და ის სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.

ბრალდებულის ეროვნება ცნობილი არ არის.

onalem

ტესტ