საბერძნეთი: დამსაქმებელმა თანამშრომლები სამუშაოდან დაითხოვა რადგან ახალი წლის გადარიცხული საჩუქარი უკან არ დააბრუნეს

საბერძნეთის ქალაქ ლარისაში ერთ-ერთმა დამსაქმებელმა, ჯერ თანამშრომლებს ახალი წლის ფულადი საჩუქარი გადაუხადა, შემდეგ კი, მოსთხოვა უკან მიეტანათ.
უფრო დეტალებში რომ ავხსნათ, ის ვალდებული იყო მთავრობის მიერ გადაეხადა ფულადი საჩუქარი ბანკის მეშვეობით. რაც მან გააკეთა, თუმცა, თანამშრომლებს მოსთხოვა რომ ფული გამოეტანათ ბანკიდან და მისთვის უკან მიეტანათ.

თან დაამატა რომ, თუ არ დააბრუნებდნენ თანხას, სამუშაოდან გაყრიდა.

კერძო ბიზნესში, უმეტესად სტუდენტები იყვნენ დასაქმებული. მათ გადაწყვიტეს რომ თანხა არ დაებრუნათ და პარალელურად საბერძნეთის შრომის ინსპექციას მიმართეს.

შრომის ინსპექციამ მიაკითხა დამსაქმებელს და დღეიდან სასამართლოსთან აქვს საქმე.

აღნიშნული “მეთოდი” ცნობილია საბერძნეთში. უამრავი დამსაქმებელი ამ ხერხს მიმართავს, რათა მთავრობისგან დაწესებული ფულადი საჩუქრები უკან დაიბრუნონ (ახალი წლის, ზაფხულის და აღდგომის). სხვა შემთხვევაში, თანამშრომლებს სამუშაოდან დათხოვით ემუქრებიან.