საბერძნეთი: დამლაგებელმა ქალმა ოჯახის სახლიდან 20, 000 ევრო მოიპარა!

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა დამლაგებელმა 63 წლის ქალმა ჩაიდინა, რომელიც მოხუც წყვილთან მუშაობდა და მათი ნდობით სარგებლობდა. ის ფულს ყოველდღე იპარავდა, სანამ ოჯახმა თანხის დათვლა არ გადაწყვიტა, შემდეგ კი სახლში კამერები დაამონტაჟეს.

კერძოდ, ინციდენტი პატრასში, 95 და 85 წლის ცოლ-ქმრის სახლში მოხდა. აღმოჩნდა, რომ 63 წლის ქალმა სახლის დალაგებისას მათი ოთახის კარადაში დიდი რაოდენობის თანხა იპოვა და გარკვეულ რაოდენობას ყოველდღე იპარავდა.

მას შემდეგ კი, რაც წყვილმა თანხა დაითვალა, აღმოაჩინა, რომ დანაზოგს 20, 000 ევრო აკლდა. პირველი ეჭვმიტანილი, ცხადია, დამლაგებელი ქალი გახდა, რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც მათ ოთახში შედიოდა.

მოხუცებმა ამის თავიანთ ნათესავებს შეატყობინეს და სახლში კამერები დააყენეს.

63 წლის დამლაგებელი ფაქტებზე დაყრდნობით პოლიციამ დააკავა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია OPAP-ის ბილეთები, რომელთაგან მოგება 3, 500 ევროზე მეტი ჰქონდა. თუმცა, ვერ მიაგნეს მოპარულ თანხას.

ის პატრასის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცავები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ, თუ სად წაიღო დამნაშავემ მოპარული ფული.

აღსანიშნავია, რომ 63 წლის ქალი ბერძენია.

melano

ტესტ