fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: დამლაგებელ ქალს შვილი იმ სასტუმროს აუზში დაეხრჩო, რომელშიც მუშაობდა

ინციდენტი გუშინ, 16 აპრილს მოხდა, როდესაც უცხოელი დამლაგებელი ქალი სასტუმროს სარდაფში აუთოებდა. მას სამსახურში თავისი 4 წლის გოგონაც დაჰყავდა, რადგან არავინ ჰყავდა, ვისაც მას დაუტოვებდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კუნძულ ნაქსოსზე, ალბანელი ქალი ერთ-ერთ სასტუმროში დამლაგებლად მუშაობდა და სწორედ იმ დღეს, მის შვილიც თან ჰყავდა. გოგონა დედის გვერდით თამაშობდა, მაგრამ რაღაც მომენტში მისი მხედველობის არიდან დაიკარგა.

ქალი პანიკაში ჩავარდა და ძებნა დაიწყო, საბოლოოდ კი მისი სხეული საცურაო აუზში იპოვა.

ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მისთვის სუნთქვის უნარის დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა, ამაოდ. 4 წლის გოგონა გარდაიცვალა.

პოლიციამ დააკავა სასტუმროს მეპატრონე, უსაფრთხოების ზომების არქონის გამო. მშობლებსაც, ასევე, ბრალი ედებათ მცირეწლოვნის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობასა და გულგრილობაში.

მომსახურე პერსონალი სასტუმროს ტურისტული სეზონისთვის ამზადებდა და შიგნით არცერთი კლიენტი არ იმყოფებოდა.

ინციდენტმა ადგილობრივი და მთლიანად ბერძნული საზოგადოება შეძრა.

onalem

ტესტ